ამერიკის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.