ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის და მხარდამჭერთა ჯგუფი საქართველოს შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ, საქართველოში დემოკრატიული კრიზისი გაუარესდა.
2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ითხოვს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები და პატივი სცენ ფუნდამენტური თავისუფლებებსა და ადამიანის ძირითადი უფლებებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალების ინსტრუმენტალიზაცია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს დრაკონული კანონები და რეგულაციები. ასევე გააუქმოს ყველა ჯარიმა, რომელიც დაუწესეს მომიტინგეებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ჯარიმები გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების საშუალება და მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცენ ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული ყველა პირი, ჩაატარონ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალის გადამეტების, დემონსტრანტების წამების ფაქტებზე.
საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით.” -წერია განცხადებაში.