”ეს ურთიერთობა [აშშ-საქართველო] ახლა რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში. ანუ საქართველოში მოდი ასე ვთქვათ, რეალურად საარჩევნო კამპანიას ატარებს ერთის მხრივ ქართული ოცნება და მეორეს მხრივ დასავლეთი. აი, ეს არის დღეს ეს რეალობა და ეს ნაბიჯიც არის ამ წინასაარჩევნო კამპანიის ერთი ნაწილი: წინა დღეს გიგზავნიან მოსაწვევს, რომ მეორე დღეს გაგიუქმონ და მთელი დღე საინფორმაციო ასე ვთქვათ, მიზეზი შეიქმნას ოპოზიციისთვის, მათი NGO-სათვის და ამის გარშემო იყოს დიდი ვნებათაღელვა ატეხილი.
რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ არის არამარტო ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ეს თვითონ დიდი ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაც არის. იმიტომ, რომ ასეთ დონეზე დასვლა და ასეთი, მე ვიტყოდი, რა ვიცი რა დავარქვა, არც კი მინდა ცუდი სიტყვა რომ ვიხმარო. შეურაცხმყოფელი არის ელემენტარულად.”