თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ენმ-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს პუტინის დავალებით და მის საამებლად კლავს.
ირაკლი ნადირაძე თანამოაზრეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
ჩვენი მხარდამჭერები გვადანაშაულებენ, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ, უნდა ყოფილიყო მეტი აქტიურობა და უნდა გვებრძოლა, ყველას მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ~
დღეს უმნიშვნელოვანესია სასამართლო პროცესი, სადაც წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
მიშა არის პუტინის პირადი ტყვე და პუტინის დავალების შესაბამისად, მის საამებლად ბიძინა ივანიშვილი კლავს მიხეილ სააკაშვილს.
ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ერთიანი – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.