მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს აუცილებლად ჩატარდეს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა, სასამართლოს ეზოში განაცხადა.
გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმა მძიმე მდგომარეობაშია და პროცესის გადადება კატასტროფის ტოლფასი იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დღეს ჩატარდეს. უკვე ვიხილეთ, რომ 9-ში და 14-ში მოხდა პროცესის გადადება, რაც არის კატასტროფის ტოლფასი, ვინაიდან ჩვენ ვადევნებთ თვალს, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს მიშა.
საკითხი დგას ასე- ან სახელმწიფო კლავს ადამიანს, ან აძლევს სიცოცხლის უფლებას. უკვე რამდენი ხანია, წრეზე დავდივართ.
ოჯახის მოთხოვნა რჩება მკაფიო და უცვლელი – რაც შეიძლება, სწრაფად ჩატარდეს სასამართლო პროცესები – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა.