ცუდი არაფერი არ გაუკეთებია თუ შევრიგდებით და ერთად ვიქნებით ამაზე უკეთესი რა არის – ასე აფასებს დედა იმ შვილის საქციელს, რომელმაც ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ოკუპანტი ქვეყნის დროშა გამოფინა.
მამაკაცი 40 წლის გიორგი ძაგნიძეა. თავად ის კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ოჯახში პრობლემას ვერ ხედავენ და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებენ
“ოკუპანტები თვითონ არიან ისინი… რა მოხდა ამით, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, რა ვიცი, მთელი კომუნისტები რუსები რუსეთიო იძახდნენ ჩვენ ასე ვისწავლეთ… ცუდი არაფერი არ გაუკეთებია თუ შევრიგდებით და ერთად ვიქნებით ამაზე უკეთესი რა არის? … რაც ქართველმა დამიშავა, ახლა ის უნამუსო ხალხი ილანძღება, მაშინ ყველა ცუდი ყოფილა….
ვლადიმერ პუტინს თვითონ შეეკითხეთ, მე ჩემი აზრი მაქვს, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ… ოკუპანტებიო, შენი დედა შენი მამა…ესაა ქართველები…?!”, – ამბობს გიორგი ძაგნიძის დედა
ქუთაისის მერიის ინფრმაციით, ძაგნიძე ოკუპანტის დროშის გამოკიდებისთვის დააჯარიმეს.