თენგო კირთაძე და ბესიკ დონაძე ბრიფინგზე გერმანიის საზმაუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც გერმანიის ფედერაციამ ქართულ მხარეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მსგავსად, გამარტივებული პროცედურებით გერმანიის სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, თუმცა ინფორმაციაშივე აღნიშნული იყო, რომ ქართულმა მხარემ ინტერესი არ გამოიჩინა.
“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში ახსნას, თუ რატომ შეუშალა ხელი საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას გერმანიაში ლეგალურსა და მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასასაქმებლად. უნდა ახსნან, რომელ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება“.- თენგო კირთაძე
ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს