”2-3 კვირაში საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს. ჩვენ არც ამ მოზარდებისთვის და არც მათი მშობლებისთვის თანხა არ გვენანება. უბრალოდ, ჩვენ მათ კეთილსინდისიერად ვექცევით და რა თქმა უნდა, ისე არ ვიქცევით, როგორც პარტია ლელოს ის აიბოლიტი ექიმი, ყოველდღე რომ ღობეს თავს უბრახუნებს და ამით რომ ქულების დაწერა უნდა. სჯობს, მშობლებს დაელაპარაკოს და აუხსნას, ეს რასთან არის დაკავშირებული.”
– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების საქართველოში შემოტანის საკითხს.