„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქალბატონის რიტორიკა სწორია, მაგრამ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს სარგებელს აძლევდა ის, რასაც ზურაბიშვილი აკეთებდა. პრეზიდენტი ევროპაში რომ დადიოდა, ამ ხელისუფლებას და პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] უკეთებდა სასარგებლო საქმეს, ესენი რეფორმებს არ ატარებდნენ, მაგრამ პრეზიდენტი „ჩალიჩობდა“, რომ კანდიდატის სტატუსი დაუმსახურებლად მიგვეღო“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტამდე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება სურდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ეს წითელი ხაზი იქნებოდა.
ზურაბიშვილი მივიდა იმ წერტილში, როცა ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, მან ამ თავისი ლაპარაკით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა „დააბოლა“, მაგრამ როცა ქმედებაზე გადასვლის დრო მოვიდა, გვარამია არ შეიწყალა. ახლა ზურაბიშვილი ხვდება, რომ მის ლაპარაკს აზრი არ აქვს და წავიდა ბუჩქებში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.