ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ტრადიციული საჭადრაკო მემორიალური ტურნირი გაიმართა…..რომელიც გარდაცვლილ ადგილობრივ მოჭადრაკეთა ხსოვნას მიეძღვნა

საჭადრაკო კლუბში ტრადიციული საჭადრაკო მემორიალური ტურნირი გაიმართა, რომელიც გარდაცვლილ ადგილობრივ მოჭადრაკეთა ხსოვნას მიეძღვნა. იგი ყოველწლიურად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირაში ტარდება და მას, გარდა სპორტული ინტერესისა, გარდაცვლილ იმ მოჭადრაკეთა გახსენებისა და დაფასების დანიშნულება გააჩნია, რომლებიც სხვადასხვა წლებში აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის საჭადრაკო ცხოვრებაში და წარმატებული შედეგებით გამოირჩეოდნენ. ტურნირის გახსნაზე და დახურვაზე მოჭადრაკეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიააგეს მათ ხსოვნას. გრიგოლ კალანდარიშვილი, სიმონ გუგუნავა, მიშა ცენტერაძე, ბორის გეგჭკორი, უჩა ურუშაძე,ნოდარ მდინარაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, ანზორ ბურჭულაძე, სულიკო მეგრელიშვილი, მურმან დუნდუა, ოლია შათირიშვილი, ალიოშა ტუღუში, აკაკი შავიშვილი, გიგლა ლომჯარია, ამირან გოგუა, თორნიკე ხვედელიძე, ომარ ბიჭიკაშვილი, ვოვა ქარჩავა და ბევრი სხვა შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლებმაც თავის სიცოცხლეში ბევრი გააკეთეს ოზურგეთში ჭადრაკის ღირსეულ სპორტის სახეობად წარმოჩენისა და მისი განვთარებისათვის.
წელს ტურნირში, საკმაოდ ძლერმა მოჭადრაკეებმა მოიყარა თავი, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მ.შ. ხუთი სხვადასხვა დროს ფლობდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონობას. მონაწილეთა შორის მხოლოდ ერთი სასკოლო ასაკის, 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი იყო ჩართული. ჭადრაკის მოყვარულებმა იციან,რომ ლაზარემ წელს საქართველოს პირველობაზე ივაჟკაცა და აქტიურ ჭადრაკში მესამე ადგილზე გასვლით, მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა. 28 აპრილიდან კი კლასიკურ ჭადრაკში, ქ. ფოთში მიღწეული წარმატების საფუძველზე, საქართველოს უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს და სპეციალისტების შეფასებით, დიდი შანსი აქვს ევროპის ,ან მსოფლიო პირველობის საგზური აიღოს. ამიტომ ეს ტურნირი მისთვის წინასასპარეზო მოთელვად შეიძლება ჩავთვალოთ.
ტურნირი ყველა მხრივ საინტერესო გამოდგა. 4-5 მონაწილე საპრიზო სამეულში მაღალი ადგილებისათვის იბრძოდა, ხოლო ამდენივე ბოლო სამეულში არ მოხვედრისათვის. ბოლო ტურის წინ, პირველი ადგილის რეალური შანსები ერთდროულად სამ მოჭადრაკეს ჰქონდა.
თუმცა იგი საბოლაოდ ასე განაწილდა: 1.გივი სიამაშვილი.- 8,5 ქულა; 2. გიორგი გოგოლაური-8,0; 3. ელგუჯა ურუშაძე-7,5: 4.ბაქანიძე კოკი- 6,0; 5.ჩხარტიშვილი ლაზარე—5,5 და ა.შ.
წარმატებულ მოჭადრაკეებს გადაეცათ თასები, შესაბამისი სიგელები და პრიზები. ღონისძიების დახურვაზე აღინიშნა, რომ ჩვენ მოჭადრაკეებს საკმაოდ დატვირთვული სეზონი ექნებათ, როგორც ადგილობრივ , ისე რესპუბლიკური და საერთაშორისო შეჯიბრებების დონეზე.. დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია ხელი შეეწყოს გამორჩეულად ნიჭიერ და მონდომებულ მოჭადრაკეებს, რათა აიმაღლონ ოსტატობა და ღირსეულად წარმოაჩინონ მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით.

Chess Club Guria Ozurgeti

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share