3 – 4 დეკემბერს კასპში ოლიმპიურ ტაეკვანდოში პინებსა და კადეტებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ურეკის და ოზურგეთის ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს , საუკეთესოდ იასპარეზეს და შინ ერთი ოქრო და ხუთი ბრინჯაო წამოიღეს.
ოზურგეთი : ვიკა ლაბარტყავა ( 33კგ) – I
ნიკოლოზ ლაბარტყავა
( 25 კგ) – III
ლუკა გურასაშვილი
( 33 კგ) – III
ბუკა გუჯაბიძე ( 24 კგ) – III
ურეკი : გეგა გობრონიძე ( 29 კგ) – III
ია მჟავია ( 37 კგ) – III
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა სულ 160 სპორტსმენმა მიიღო. ოზურგეთელი ბიჭების და გოგოების გამოსვლა ასპარეზობაზე წარმატებული იყო.
ოზურგეთელი სპორტსმენები შეჯიბრისთვის ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.