საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების” ფარგლებში ქ. ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია, ქ. ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი კაფე, ახალი ღობე, საფეხმავლო ბილიკები, საინფორმაციო ბანერი, სკამები, გარე განათების ნათურები და დასასვენებელ ზონებში რამდენიმე ფანჩატური, ასევე საბავშვო ატრაქციონები.
იქნება სკეიდსივრცე, სავარჯიშო ზონებში მოეწყობა სპორტული ტრენაჟორები, ველო და სარბენი ბილიკები. სამუშაოები, სრულიად შეცვლის პარკის ამჟამინდელ მდგომარეობას.
აღნიშნული პარკის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, პროექტის ღირებულება 2 687 700 ლარია. პარკის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება.
ამავე პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, გარე ფასადების განახლება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი , ცენტრალურ მოედანს, პარკსა და საავტომობილო მაგისტრალის შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
თუმცა, როგორც”გურიის მოამბეს” მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან აცნობეს, დაგეგმილია შენობების მხოლოდ გარე ფასადების რეაბილიტაცია და ეს ისეთ შენობებზე, რომლის შიდა ნაგებობები ფაქტობრივად ჩამოშლილი და ავარიულია, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.