“საცოდავი კაცის” შემდეგ, ახლა უკვე “გაკოტრებული” – კობახიძე გახარიაზე თავდასხმების სერიას განაგრძობს.
“ოცნების” ლიდერი, რომელსაც ექსპრემიერი ბოლო დღეებია არც ერთ საჯარო გამოსვლაში ავიწყდება, ამბობს, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი თავი საჯარო სივრციდან განდევნა, “გაკოტრებული ადამიანია და ვალები უნდა დააბრუნოს”.
“ქართული ოცნების” ბოსი დღეში რამდენჯერმე იმეორებს, რომ მალე 20 ივნისის სისხლიან ღამეზე საზოგადოებას კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენს, თუმცა დაანონსების მიღმა რაზეა საუბარი ჯერ კობახიძე ისევ საიდუმლოდ ტოვებს.
მასალა იქნება ეს თუ ინფორმაცია, ჩვენ საზოგადოებას მეტ დეტალს გავაცნობთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. “ნაცმოძრაობასთან” ალიასნი იყო აშკარა და ეს გაამჟღავნეს.
„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი, მან თვითონ განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და მგონი, კარგიც გააკეთა, რადგან ხვდება, რომ მისი ადგილი არ არის საჯარო სივრცეში. ამიტომ ემალება საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში ფინანსური ვალები აქვს გასასტუმრებელი. მას არ აქვს გამოსაჩენი პირი”- თქვა კობახიძე.
მისი მტკიცებით, “ხელისუფლება გაკოტრებული ადამიანის მიმართ შურისძიებაზე” ნაკლებად ფიქრობს.
წყარო: ტვ პირველი