ეს არის სამარცხვინო, ანტიქართული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს – ჯაფარიძე

“საქართველოს ხელისუფლება, ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო, ანტიქართული და ანტისახელმნწიფოებრივი ხელისუფლებაა“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძე “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ “ეს ხელისუფლება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ მიდის და ფეხქვეშ ლახავს თაობების ურყევ ნებას“.

”საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც მანამდე ვაკეთებდით. საქართველოს ხელისუფლება, ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებაა, რომელიც საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და ხელს უშლის ქვეყანას, გამოიყენოს ის ისტორიული შესაძლებლობა – ერთხელ და სამუდამოდ გახდეს უსაფრთხოების, კეთიდღეობის და მშვიდობის სივრცის ნაწილი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ მიდის და ფეხქვეშ ლახავს თაობების ურყევ ნებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ქვეყანაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share