სუფსის პურის საცხობი ფუნქციონირების შეჩერებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

“გამგებელს ვთხოვე, ვინაიდან შუქი არ არის დიზელზე ვმუშაობ და დამეხმარე ტრანსპორტირებაში სახლიდან ფურნემდე მეთქი – და სრული უყურადღებობა. ხვალ მეტს გამოვაცხობ მეთქი და და საერთოდ ვაჩერებ მუშაობას გამოდარებამდე”

წერს სოციალურ ქსელში სუფსის პურის საცხობის მეპატრონე, ზაზა ჭანტურია.

მსგავსი სიტუაციაა გურიის თითქმის ყველა სოფელში.

სტრატეგიული ობიექტების მეპატრონეები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

ერთიერთი პურის საცხობის მეპატრონე “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება საერთოდ არ დაინტერესებულა ამ დრომდე, რას ვშვებით, რამდენს ვაცხობთ, გვჭირდება თუ არა დახმარება და გვაქვს თუ არა აუცილებელი მარაგები, ან თუ გვაქვს-რამდენი დღის სამყოფი. შოკირებულები ვართ ასეთი უყურადღებობით”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share