“5-6 დღის მარაგი გვაქვს და მეტხანს თოვლი არ იქნება” – მერაბ ვასაძე – “ვასაძის პურის” მეპატრონე

“5-6 დღის მარაგი გვაქვს და მეტხანს თოვლი არ იქნება” ასე გვიპასუხა “ვასაძის პურის” მეპატრონემ. მერაბ ვასაძემ, “გურიის მოამბეს” კითხვაზე – თუ რამდენი დღის მარაგები აქვს ოზურგეთის ერთ ერთ მძლავრ, პურის ქარხანას.

მისივე განცხადებით, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში გუშინ პურის ფქვილის (ერთი ტომარა) ფასები საგრძნობლად გაიზარდა, დღეს კი გაყიდვის მარაგები საცალო ვაჭრობებში ამოიწურა.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, 5 დღის მარაგი აქვს, მეორე მძლავრ, პურისა და პურ ფუნთუშეულის მწარმოებელ “პირველ სავაჭრო სახლს”.

გურიაში ამ წუთებშიც-უკვე მეოთხე დღეა-ინტენსიურად თოვს.

ათეულობით სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, ქალაქ ოზურგეთში კი ერთ მეტრს გადააჭარბა.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ყველა სოფელში გზა იწმინდება, მოსახლეობა უყურადღებობაზე, გაუწმენდავ გზებზე, უშუქობასა და გაუსაძლის მდგომარეობაზე გამუდმებით ჩივის.

სამწუხაროდ დიდთოვლობას მოყვა მსხვერპლი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share