ცხადია ეს არის გვარამიაზე შურისძიება, როგორც ივანიშვილის რეჟმის კრიტიკოსზე. – ასე აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
“მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ძალიან დიდი ისტორიული ცვლილებების შუაგულში ვართ, ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გუშინ არ დაგვიწყია და თვალსაჩინოა რომ გვარამიას დაკავებაც არის ამ დიდი ამბის ნაწილი და რაკი მისი ე.წ დანაშაული გროტესკის კატეგორიას განეკუთვნება აშკარად საქმე გვაქვს პოლიტიკურ თუ პერსონალურ ავტოკრატთან და მის ხასიათთან, აკვიატებასთან, პოლიტიკა ქრება იქ სადაც ავტოკრატის ხასიათი ჩნდება, ცხადია ეს არის გვარამიაზე შურისძიება, როგორც ივანიშვილის რეჟმის კრიტიკოსზე. ეს იმ ჟანრის ლოგიკაში ზის, რომელიც გულისხმობს ხილული მესიჯების გაგზავნას დასავლეთისთვის რომ ჩვენ არ ვართ დასავლური სივრცის ნაწილი.” – განაცხადა ლაშა ბუღაძემ ტვ პირველთან.