“ბადრი ესებუას დროც მოვა და ისიც დაკავებული იქნება”

კახა კალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დღეს ყვარელში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის:

„ნათელი მაგალითი არის ის, რომ ვახტანგ გომელაურს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მართლაც ღირსეული ოპერაციაა ჩატარებული. რაც შეეხება ბადრი ესებუას, მოვა ამის დროც, ისიც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით და ძალიან მალე აღსრულებაში მოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: