სამცხე-ჯავახეთის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცხვარს მეხი დაეცა და 530 სული დაიღუპა. ინფორმაციას Jnews ავრცელებს.
დახოცილი ცხვრების ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი – კახელ ფერმერებს.
ფერმერებმა დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებას უკვე მიმართეს. ერთი ცხვრის ფასი დაახლოებით 350 ლარია