დღეს მოხალისეების საჭიროება ნამდვილად არ დგას – მღებრიშვილი

”დღეის მდგომარეობით, როგორც ცოცხალი ძალა, ისე ყველა საჭირო სპეცტექნიკა, სპეც.საშუალებები გვაქვს ადგილზე. რაც შეეხება მოხალისეობის საკითხს, მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანებს რომლებიც, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ გულისყურით უდგებიან აღნიშნულ საკითხებს, დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. ღამის განმავლობაში, ჩვენ მოვახდენთ გარკვეულ გადაჯგუფებებს, გარკვეული მონაცემების შედარებას და თუ საჭიროება დადგა, დამატებითი ძალების მობილიზებაც იქნება მოსახერხებელი, ამის არანაირი პრობლემა არ დგას.”-

ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share