საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მსოფლიო უფრო მკაცრს რეაგირებას მოახდენს.
ედუარდ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სიმულაციად მონათლოს, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც გუშინ გავრცელებულმა შოკისმომგვრელმა კადრებმაც აცხადჰყო.
„საშინელება ის რაც ხდება. რამდენიმე თვის განმავლობაშის ის საზოდადოებისთვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ მე მისი ნახვის შესაძლებლობა მქონდ. ყველაზე მნტკივნეული ნაწილი იყო მისი ნახვა, როგორ უარესდება დროდადრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მსოფლიომ ნახა რამდენად შოკისმომგვრელია ფოტოები, რომელიც გავრცელდა და რამდენად მძიმეა მისი მდგოამრეობა. მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ინსინუაცია , რომ ყველაფერი ყალბია და ა.შ , მაგრამ სრულიად აშკარაა, როგორ მძიმდება მისი მდგომარეობა. ამ ყველაფერს აქვს ერთი დადებითი მხარე უარყოფითთან ერთან, რომ იმედი მაქვს , დასავლეთიდან იქნება უდრო დიდი ზეწოლა ხელისუფლებაზე, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.