ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 9 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. როგორც მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, იყო “გამოხატული სისუსტე და წნევის ცვალებადობა”.
ამ დროისთვის პარლამენტში ენმ-ის ორი დეპუტატი: ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.
შეგავხსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.