რა გამარჯვებაა ნანგრევების გროვაზე დროშის დადგმაში?, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესია შეაფასა.
გარდა ამისა, BBC-ის ინფორმაციით, მან აღდგომის დღესასწაულის პერიოდში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ომი იყო “სისულელე”, რომელსაც “საშინელი ხოცვა-ჟლეტა” და დაუცველი ხალხის წინააღმდეგ “საშინელი სისასტიკე” მოჰყვა.
რომის პაპმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ბრძოლების შეჩერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. პონტიფიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მზად იქნება, კიევს ესტუმროს.