ოქტომბერში ფასები მხოლოდ 4 საკვებ პროდუქტზე შემცირდა

ამასთან, ოქტომბერში მსოფლიოს მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასი 3%-ით გაიზარდა სექტემებრთან შედარებით, რაც მაქსიმალური ზრდის მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოს, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ფასები მხოლოდ 4 საკვებ პროდუქტზეა შემცირებული. კერძოდ, საკვები პროდუქტები, რომელზეც წლიურად ფასები შემცირდა, შემდეგია:

  • მანდარინი – 16,85%-ით;
  • ლიმონი – 14,37%-ით;
  • ხახვი – 2,61%-ით;
  • ყავა კაფეში – 0,46%-ით.

ცნობისთვის, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები 12.8%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share