“ახალი რუსი გენერლის დანიშვნა მიანიშნებს, რომ გაგრძელდება ის, რაც უკრაინაში უკვე ვნახეთ” – ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთის მიერ ახალი სამხედრო ხელმძღვანელის დანიშვნა, “მანიშნებელია, რომ კვლავ გაგრძელდება ის, რაც ჩვენ უკრაინის მიწაზე უკვე ვნახეთ”.

“ეს არის ის, რასაც ველით”, – თქვა ჯენ ფსაკიმ.

ფსაკის თქმით, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი პასუხისმგებელია “იმ საშინელებაზე, რომელიც ჩვენ სირიაში ვნახეთ”. მანვე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან მუშაობას აგრძელებს, რათა დარწმუნდეს, რომ მათ აქვთ საჭირო შეიარაღება და დახმარება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაასახელა არმიის ახალი გენერალი, ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელიც უკრაინის ომს უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share