რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება… დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 46-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი ხდებიან მონსტრები. და როდესაც სამყარო ამას აიგნორებს, მონსტრები გადაწყვეტენ, რომ სამყარო მათ უნდა მოერგოს. უკრაინა ამას შეაჩერებს, რუსულ სიმხდალეს კი არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა მოუწევთ ყველაფრის აღიარება, სიმართლის აღიარება, – აცხადებს ზელენსკი.