სააკაშვილმა შექმნა კრიმინალური სისტემა, რომლითაც ხოცავდნენ და ქუჩაში ხვრეტდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს. ეს ყველაფერი მოდიოდა სააკაშვილის ნებითა და იდეებით, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სააკაშვილს უნდოდა რომ შიშზე აეგო ქვეყანა. უამრავი ადამიანია ჩემსავით განადგურებული ამ ქვეყანაში. ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო, ამ მხეცს [მიხეილ სააკაშვილი] ჩვენ ვერ მოვერეოდით. ის არის ბოროტების მწვერვალი, რომელმაც შექმნა საშინელი რეჟიმი. დღეს გამოდიან მისი მომხრეები და დღევანდელ სიტუაციაზე ამბობენ, რომ ვითომ ამ ხელისუფლებას აქვს რეჟიმი. მინდა მათ ვუთხრა – დაგვასვენონ, დაწყნარდნენ, ბატონ ბიძინას ლანძღავს შეეშვან და ნუ მიგვიყვანენ იქამდე, რომ მართლა ქუჩაში გამოვიდეთ. ბევრი ადამიანი პირადად მიკავშირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაცებისგან დავისვენოთო“, – განაცხადა ია მეტრეველმა.