უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 აგვისტომდე პერიოდს.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 42 640;
- ტანკი – 1 817;
- ჯავშანტექნიკა – 4 076;
- საარტილერიო სისტემა – 964;
- სარაკეტო სისტემა – 261;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133;
- თვითმფრინავები – 223;
- ვერტმფრენი – 193;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 757;
- საკრუიზო რაკეტები – 185;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 998;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 87