“გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა” – ნიდერლანდების საელჩო

სტიქია დასავლეთ საქართველოში – ნიდერლანდების საელჩო დიდთოვლობით დაზარალებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს და იმერეთის, გურიის და სხვა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას გამძლეობას უსურვებს.

ნიდერლანდების საელჩოს სახელით გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა. იმერეთის, გურიის და სხვა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას გამძლეობას ვუსურვებთ ამ სტიქიის გამკლავებისას და წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც მათ დახმარებაშია ჩართული,” – წერს საელჩო. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share