საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლოდრონდელ მოვლენებზე – გიორგი გახარიას გადადგომასა და ნიკა მელიას პატიმრობის გადადებაზე – Facebook-ზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ რიგგარეშე არჩევნების დროულად ჩასატარებლად, დიპლომატიური კორპუსის ჩართვაა საჭირო.
“ამ სიტუაციაში საჭიროა სიფხიზლე და შეთანხმების დროზე მიღწევა რიგგარეშე არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კომისიითა და საერთაშორისო დამკვირვებლებით. მინდა, მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს, მადლობა ევროკავშირის ელჩს ძალიან სწორი განცხადებისთვის, დღევანდელი ამერიკის საელჩოს განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, რომ და ღრმა კრიზისია, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, საქართველო რითაა სხვა ქვეყნებზე ნაკლები?”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.