რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი თბილისიდან სკანდალით გაიწვიეს. რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს, სწორედ ამ სექციას ხელმძღანელობდა დმიტრი ტროფიმოვი, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაუშვეს. “პირველებს” მისი გაშვების მიზეზებს ის ადამიანები უყვებიან, ვისაც ტროფიმოვთან მუშაობა მოუწიათ. მირანდა ოგანეზოვა გვიყვება, რომ რუსი დიპლომატი დიასპორისთვის გამოყოფილ თანხებს მასთან დაახლოებულ პირებზე ანაწილებდა. ტროფიმოვის სახელზეა ბაკურიანის ბავშვების ბანაკში გარყვნილ ქმედებებზე ხელის დაფარებაც.
ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არაერთ სკანდალში იყო გახვეული. მისი სახელი, სავარაუდოდ, რუსული ფულის განაწილების დროს არალეგალური გარიგებებს უკავშირდება. “პირველებს” უსახელებენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს. ალექსანდრე ბეჟენცევი და ნიკოლაი სვენტიცკი არიან ის ადამიანები, ვის ორგანიზაციებშიც ტროფიმოვის ხელით დიდი ფული ნაწილდებოდა.
და ესეც ყველაფერი არ არის. შაბათის ეთერმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ბანაკში, რომელსაც რუსეთის ინტერესების სექცია აფინანსებდა და რუსული დიასპორიდან არასრულწლოვანები მიჰყვადათ, გარყვნილ ქმედებს ჰქონდა ადგილი.
რუსი დიპლომატი რომ ვადაზე ადრე გაუშვეს, ფაქტია. რა გახდა ამის მიზეზი – კორუფცია თუ გარყვნილება რუსულ ბანაკებში? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ტროფიმოვი სკანდალის გამო არ გაიწვიეს. გადასამოწმებლად დავრეკეთ რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლიათ.