შიმშილობის ფონზე სააკაშვილი, შეიძლება, ისე ცუდად გახდეს, ვერ მიუსწრონ, რეანომობილით რომ გადაიყვანონ – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ეკატერინე მხეიძე აცხადებს,რომ  მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე შეიძლება ისე გართულდეს, რომ რეანომობილმა ვერც მიუსწროს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის, რაც მას ჰქონდა, თანდაყოლილი დაავადებები, რომელიც დაავადებად შეიძლება არც ჩაითვალოს, როდესაც ადამიანი ნორმალურად ცხოვრობს და იკვებება, ასევე, შემდგომ თანდაყოლილი პათოლოგიები, რომელიც ასევე, ნორმალური მკურნალობისა და ნორმალური პირობების შემთხვევაში არ წარმოადგენს სასიცოცხლო საშიშროებას, ეს ყველაფერი არის საგანგაშო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი მიხეილი რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება, 25-26 დღის განმავლობაში შიმშილობს და მხოლოდ სითხეებს იღებს, ამ შემთხვევაში არის ეს ძალიან დიდი რისკი, შეიძლება, უბრალოდ, ღამე, როდესაც მარტოა საკანში, ისე ცუდად გახდეს, ისეთი დამძიმებული ფორმით განუვითარდეს ამ ფონის, შიმშილობის, გამო, რომ ვერც მიუსწრებს ადამიანი, რომ რეანომობილით სადღაც გადაიყვანოს”, – აცხადებს მხეიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share