„ზღვარს ვერ გავავლებთ სქესსა და გენდერს შორის – ეს ჩვეულებრივი სინონიმებია“ – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება სქესს და გენდერს, არანაირი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად განსხვავება წარმოაჩინონ ამ ორ ცნებას შორის.

ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის – სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს ჩვეულებრივი სინონიმებია და როგორც სქესი არის ორი, ასევე გენდერიც არის ორი კონკრეტული ნჯო-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.
თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინი “გენდერის” ამოღებას ივანიშვილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 28 თებერვალს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

რეჟიმის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს შეცვლილი სახელწოდებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონი ერქმევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share