კესარიას სიცოცხლეში არასდროს უარყვია მართმადიდებლური რწმენა, მისთვის წესის აგება ეკლესიის ვალდებულებაც კი იყო – მამა ლეონ გელოვანი

“ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაცვლილისთვის ე.წ. წესის აგებამ ასეთი მცდარი მნიშვნელობები შეიძინა საზოგადოებაში.
ერთი მხრივ, ზოგიერთისთვის ეს წესი ადამიანის ცხონების ან წარწყმედის გარანტიასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, უკვე მერამდენედ, მისი ნიშნის მოგებით გამოყენება ხდება – “რომ არ გვიჯერებდით, ვერ მიიღებთ” პრინციპით.
“წესის აგება” ის საეკლესიო ლოცვითი წესია, რომელსაც ეკლესიის ტრადიციით, მღვდელი აღასრულებს გარდაცვლილი ქრისტიანი ადამიანისათვის.
რეალურად, ერთადერთ შემთხვევაში ხდება შეუძლებელი, ეკლესიამ გარდაცვლილს წესი აუგოს, თუ კი ამ უკანასკნელმა სიცოცხლეში დაგმო ქრისტიანობა და ასე ვთქვათ, უარი უთხრა ღმერთს პირდაპირ და ცხადად, არა რომელიმე, თუნდაც დიდი ცოდვით, სავალდებულო ჯარისთვის თავის არიდების მიზეზით აღებული საბუთით და ა.შ.
ასევე, არ არსებობს წესის აგება ან მოხსენიება სქესის მიხედვით განსხვავებულად, მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება ბევრი პრობლემა აქვს სქესთან, გენდერთან, თანასწორობასთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი ნამდვილად არა.
შესაბამისად, ეს, ასე ვთქვათ, უხერხულობაც საერთოდ არ დადგებოდა ეკლესიისთვის წესის აგების შემთხვევაში.
ნებისმიერ მღვდელს, რომელსაც სამრევლოში უმსახურია, აუცილებლად ექნებოდა შემთხვევა, როდესაც ლიტურგიისას, პანაშვიდისას, სხვადასხვა ლოცვისას მოუხსენიებია ისეთი სახელი, რომლითაც შეუძლებელი ყოფილა სქესის გარკვევა, თუმცა ეს პრობლემას, რა თქმა უნდა, არასდროს წარმოადგენს.
ამ დეტალებს ვწერ არა ტრანსფობიური განწყობით, არამედ იმიტომ, რომ მსურს, ცხადად განვმარტო, რამდენად მარტივად იყო შესაძლებელი ეკლესიის მხრიდან წესის აგება ყოველგვარი უხერხულობების გარეშე.
როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის.
მე მგონია, რომ პავლე მოციქულმა უკეთ იცის, რა ხდება ღვთის სამყოფელში:
“26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში”. (გალატელთა 3)” – წერს Facebook-ზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი
🔻 18 სექტემბერს მოკლული 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დღეს, 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, წვერი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share