სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებისთანავე ის იქნება თავისუფალი – ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიას თქმით,

26 ოქტომბერს წერტილი დაესმება ოლიგარქ ივანიშვილის და რუსული ოცნების მმართველობას საქართველოში.

_ ცოტა დრო დარჩა გამარჯვებამდე. 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება რუსული რეჟიმის მმართველობას საქართველოში, რუსეთის წარმომადგენლის, ოლიგარქ ივანიშვილის მმართველობას საქართველოში და რუსული ოცნების მმართველობას საქართველოში. ჩვენ აუცილებლად 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. თუ დადიხართ ქუჩებში, ხვდებით ადამიანებს, მათ ესაუბრებით, თქვენ ვერ იპოვით ვერსად ვერცერთ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. ძალიან ძნელად საპოვნელია ასეთი ადამიანი, ერთადერთი რამ გვრჩება ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ხმების ხვალინდელ განვითარებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნის აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო – მიხეილ სააკაშვილი, გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი, რომელსაც პუტინი ახორციელებს „ნამესნიკების“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საქართველოში. ეს არის ზუსტად ის ფორმულირება, რასაც ნამდვილად ჩვენ ვხედავთ და მთელმა მსოფლიომ ეს აღიარა. ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი, ის ისჯება პუტინის მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი სწრაფი განვითარება სახელმწიფოსი, რომელიც იმყოფებოდა მათ გვერდზე. თქვენ გახსოვთ რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან, მაგრამ საქართველო მაინც მიდიოდა წინ. თქვენ გახსოვთ უშუქობა, უბედურება, რაც ხდებოდა 90-იან წლებში და 2000 წლის დასაწყისში, მაგრამ ისიც კარგად გახსოვთ თუ რა სწრაფი ნაბიჯით ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა. დღეს საქართველომ დაკარგა 12 წელი. დღეს ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ძალიან დიდი მუნიციპალიტეტი, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი იცხოვრებდა.

ჩემო ზუგდიდელებო, მეგრელებო, აქ ადამიანები ხართ აფხაზეთიდან, მეც აფხაზეთიდან ვარ და ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნოთ განვითარება ქვეყანაში. ამ უძრაობას და უბედურებას მოეღება ბოლო და კიდევ ერთი, რაც მე მაწუხებს და ალბათ თითოეულ თქვენგანს – ჩვენ არასდროს არ მოვხდით ბოდიშს მტერს. მე აფხაზეთიდან ვარ და ძალიან კარგად მახსოვს იქ რაც ხდებოდა. არავისთვის ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, აქეთ აქვთ პირიქით ბოდიში სათქმელი. რუს ოკუპანტს ჩვენ ბოდიშს არ მოვუხდით.

 

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ. გამარჯვება უკვე ჩვენია, ის არის მხოლოდ გასაფორმებელი. გამარჯვებას გავაფორმებთ, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას,  აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share