მე ვიცი, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო, ის არ უნდა ჩამოსულიყო. შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება მიხეილ სააკაშვილსო, სად წავიდა ის 130 ათასი კაცი? – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ანზორ მელია საუბრობს:
“მე ვიცი, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო, ის არ უნდა ჩამოსულიყო. შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება მიხეილ სააკაშვილსო, სად წავიდა ის 130 ათასი კაცი? იმ კანცელარიასთან ბოლოს რომ წრიპინებდა, გამოდიოდა და რაღაცებს იძახდა, სადაა მაგის მხარდაჭერილი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი? აქაც ნიკამ შეუშალა ხელი და გადაუღობა გზა არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. რა ემართება ამ ექიმებს, ადამიანს გიკლავდნენ, თუნდაც არ იყოს პრეზიდენტი და იყოს მოქალაქე ჩვეულებრივი ისიც უნდა დაიცვა. კაცმა რომელმაც, შექმნა ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება ასე მოექცნენ? გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ” – აცხადებს ანზორ მელია, აჭარის ტელევიზიის ეთერში.