საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.

შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ეროვნული ნაკრების წევრები, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ორ ავტობუსში მოთავსდნენ, რომელთაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share