ნავთობის ფასები დაეცა

ნავთობის ფასები დაეცა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და ჩინეთმა COVID-19-ის გამო ზომები მიიღო.

Brent-ის ნავთობის ფასი 1,06 დოლარით შემცირდა და ბარელზე 122,01 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება WTI-ს ნავთობის ფასს, ის 84 ცენტით შემცირდა და ბარელზე 120,67 დოლარი შეადგინა.

უოლ სტრიტის აქციებთან ერთად ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ მაისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასებმა მოიმატა. Reuters-ი წერს, რომ სიტუაცია ქმნის მოლოდინს, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახური მონეტარულ პოლიტიკას უფრო აგრესიულად გაამკაცრებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share