რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო კავშირები ყოველწლიურად იზრდება, იკლებს ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან – ექსპერტი

რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო კავშირები ყოველწლიურად იზრდება, ამ ფონზე კი იკლებს ევროკავშირის ქვეყნებთან, – ამის შესახებ სფეროს ექსპერტი გოგა თუშურაშილი საუბრობს. სპეციალისტის თქმით, ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და არავინ იცის ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკური იზნებისთვის როდის გამოიყენებს.

”საგარეო ვაჭრობის დინამიკა აჩვენებს, რომ, ფაქტობრივად, ბოლო 10 წლის განმავლობაში იზრდება სავაჭრო კავშირები ყოველწლიურად რუსეთთან და ამის პარალელურად, სამწუხაროდ, 2022 წლის შემდგომ იკლებს ევროკავშირის ქვეყნებთან. ფაქტობრივად, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2024 წელს იყო მინიმუმზე ქართული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. ეს აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთზე, ხოლო ეკონომიკური კავშირები იკლებს ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან. როდესაც გზა იხსნება, ვთქვათ, რუსეთთან სავაჭროდ, ისინი აღარ ცდილობენ, რომ მაღალკონკურენტული პროდუქტი შექმნან და უკვე თავისი პროდუქტი გააქვთ რუსეთში. ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის, იმიტომ, რომ რუსეთი არის ძალიან არასაიმედო პარტნიორი, რომელიც თავისზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას როდის გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის არავისთვის არის ცნობილი, – ამბობს გოგა თუშურაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share