“ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”-ს ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, შეხვედრა გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული და მიმდინარე პროექტების საჭიროებების შესახებ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და ინკლუზიის ხელშეწყობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი სერვისების საშუალებით ხორციელდება.მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ”USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში” დაფინანსებულია USAID მიერ და ხორციელდება მაკ ჯორჯიასა (MAC Georgia) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) პარტნიორობით.