ლანჩუთელი პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა დედის მიერ დატოვებულ ოქროს ბეჭედს და ჯილდოს უკრაინელი მოსწავლეების დასახმარებლად გაყიდის, აფხაზავამ ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:
უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა.
ალბათ, 2500 ლარი საკმარისია.
დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია.
დიდება უკრაინას…