“რუსული რეჟიმის პროპაგანდა აგებულია ტყუილზე და ამას, მარტივად ხვდება ეს თაობა“-ოთო ფარულავა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ოთო ფარულავა მიიჩნევს, რომ ამ თაობაზე დეზინფორმაცია ნაკლებად მოქმედებს და მათ ყველაზე მეტად შეუძლიათ გაარჩიონ, “რა არის ტყუილი და რა მართალი.“

როგორც მან განაცხადა, “რუსული რეჟიმის პროპაგანდა და მათი მოლაპარაკე თავების სიტყვა და წინადადება, აგებულია ტყუილზე და ამას, მარტივად ხვდება ეს თაობა.“

”ეს თაობა ერთ-ერთი თაობაა, რომელზედაც ყველაზე ნაკლებად მოქმედებს დეზინფორმაცია და ყველაზე მარტივად შეუძლია გაარჩიოს, რა არის ტყუილი და რა მართალი. რუსული რეჟიმის პროპაგანდა და მათი მოლაპარაკე თავების სიტყვა და წინადადება, აგებულია ტყუილზე და ამას მარტივად ხვდება ეს თაობა.

ამ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ, ქვეყანაში მიიღონ ისევ ის უბედური რუსეთის დაბრუნება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. 

არ მგონია, ასაკს და თაობას აქვს მნიშვნელობა, ამ უსამართლობას როცა უყურებ, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის უდიდესი საბაბი და მიზეზი უნდა იყოს ის, რასაც დღეს სასამართლო პროცესებზე ვუყურებთ“, – ამბობს ფარულავა.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share