მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის – ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე “ამ კვირაში” ისაუბრებენ.

როგორც ვიტკოვმა CNN-თან თქვა, გასულ კვირას, პუტინთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე განხილვები “პოზიტიური” და “გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული” იყო.

ის ასევე ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში “უთანხმოების კიდევ უფრო შემცირების გზებზე” სასაუბროდ კვირას დონალდ ტრამპს შეხვდება.

“ის ჩართულია ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის”, – ამბობს ვიტკოვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share