“განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები” – ზელენსკი

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და გენერალ ჩარლზ ბრაუნს შეხვდა. ამის შესახებ ის X-ზე წერს

“აშშ-ში ვიზიტი დავიწყე ლოიდ ოსტინთან და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის მეთაურთა გაერთიანების თავმჯდომარე გენერალ ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით. განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, წინა ხაზზე განვითარებული მოვლენები და აშშ-უკრაინის შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა. აშშ-ის მადლობელი ვარ ჩვენი შეთანხმებების შესრულებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე მდივან ოსტინისა და გენერალ ბრაუნის
პირადი ხელმძღვანელობისთვის”, – წერს ზელენსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share