“პირველი არხის” ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა თვალები დაუზიანეს. მას თვალებში ქიმიური ხსნარი შეასხეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მას მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა სამუშაოს ასრულებდა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება აქციაზე დაშავებული მედიის 6 წარმომადგენელი.