იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა ევროინტეგრაციის დოკუმენტზე? – მეოთხე პრეზიდენტი მეხუთეს სახელმწიფო ინსტიტუტის უპატივცემულობაში ამხელს. მარგველაშვილისთვის მიუღებელია, რომ ზურაბიშვილს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, რომლებსაც ასევე დიდი წვლილი აქვთ ევროინტეგრაციის პროცესში. მარგველაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ პეტიციაზე სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება.
ვინ მივა სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე? კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა, რომელსაც პასუხი ორ დღეში გაეცემა. დადგებიან თუ არა ერთმანეთის გვერდით პრეზიდენტი, ივანიშვილის მთავრობის და სააკააშვილის ხელისუფლების უმაღლესი პირები? მოსაწვევები უკვე მიიღეს ნინო ბურჯანაძემ და დავით უსუფაშვილმა. პრაქტიკულად, უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” ათონელის რეზიდენციაში არ მიდის. უთვლიან, რომ მის დაძახებაზე არავინ აპირებს მისვლას. მმართველი გუნდისთვის ერთიანობის დემონსტრირებაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შურისძიებაა.
ტვ პირველი