რუსეთი მზადაა საქართველოსთან საზღვრების გახსნის პოლიტიკას გადახედოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი დანაშაულებრივ რეჟიმადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ კრემლს ქართველი ხალხის საღის აზრის იმედი აქვს.
“რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საქართველოს ხალხთან. მზად ვართ საზღვრების გადახედვისთვის იმდენად რამდენადაც საქართველო მზადაა ასე გავაკეთოთ. ვიმედოვნებთ , თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე გააკეთა.
tvpirveli.ge