”არა მგონია, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა სურს. პუტინს მშვიდობა არ უნდა. მისი თავდაპირველი მიზანი ძირითადად უკრაინის დამოუკიდებელი სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურება იყო – ფაქტობრივად უკრაინის არსებობის შეწყვეტა. მას თავისი მიზნები არ შეუცვლია და ეს უნდა გვესმოდეს ყველა ჩვენგანს, ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთანაა.
ამიტომ ჩვენ წნეხი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ პუტინზე, რაც ნიშნავს მეტ სანქციებს, რაც ნიშნავს გაყინული აქტივების გამოყენებას და რაც სინამდვილეში უკრაინის კბილებამდე შეიარაღებას ნიშნავს.”