გუშინ რომ ცოცხებით იცავდნენ, დღეს ევროპის დროშებს აქნევენ, აი, როგორ შეაცვლევინეს საუბარი – გოგიძე

„ტანკი კი არა, ტანკზე უარესი გაუკეთეს – ევროპა ამათ ცოტა ისეთი რაღაც ჰგონია, ჰგონიათ, რომ სუსტია. გუშინ რომ ცოცხებით იცავდნენ, დღეს ევროპის დროშებს აქნევენ,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ რეჟისორი კახა გოგიძე აკეთებს.

როგორც გოგიძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუსის მიღების შემდეგ რიტორიკა შეცვალა. გოგიძის თქმით, ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ახლა უფრო მეტი დაკვირვების ქვეშ იქნება.

”აი, როგორ შეაცვლევინეს საუბარი. ის, რომ რა შედეგი გამოიღო – კარგია, რაც უფრო მეტ პრორუსულ ნაბიჯს გადადგამენ და გაამწარებენ 85 პროცენტ ქართველს, მით უფრო კარგად დარწმუნდება მსოფლიო, რომ ესენი არიან მოსაშორებლები. და ესენი იმდენს იზამენ, რომ როგორც რუსეთმა თხარა და სანქციები გამოითხარა, ესენიც გამოითხრიან სანქციებს. ახლა უფრო კონტროლის ქვეშ იქნებიან,“ – ამბობს გოგიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share