„სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს, რომ ქოცები განქოცდნენ და რაღაც შეიცვლება, კორუფციაზე უარს იტყვიან და 9 პუნქტი შესრულდება,“ – ეს განცხადება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, გია ჭანტურიამ „ რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც ჭანტურია ამბობს, ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდება.
”გავაცნობიეროთ, რომ ქართულ ოცნებას არაფერი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, ყველა მათი ნაბიჯი არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი საკუთარი ინტერესები. ესენი არიან ბოლშევიკები, ოღონდ იდეის გარეშე ბოლშევიკები.
ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ევროპამ ხელი არ გვკრა, მეორე, რაც უფრო ახლოს მოვა არჩევნები, სწორი სტრატეგიით, სწორი კომუნიკაციით, სწორი პრ კამპანიით და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპიდანაც წამოვა ეს სიგნალები, მე მახსოვს, რომ დასავლეთიდან ასეთი სიგნალები მოდიოდა 2012 წელსაც, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება იმისთვის, რომ წინ წაიწიოს დემოკრატია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიგნალები მოვა, ხალხმა ეს უნდა გაიგოს. შეცვლება ხელისუფლება? დარწმუნებული ვარ, 2030 წლამდე ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით,“ – განაცხადა ჭანტურიამ.